ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩა გორგილაძისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩების მონაკვეთზე დღეს 25 იანვარს გადაიკეტა. საავტომობილო მოძრაობა დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში იქნება შეზღუდული.
ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ქუჩის ამ მონაკვეთში სანიაღვრე არხის ცენტრალური მაგისტრალი შენდება.
ბათუმის ვიცე-მერმა ჯაბა ტუღუშმა, სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ სამუშაოები დაახლოებით ერთი თვე გაგრძელდება, თუმცა შესაძლებელია ამინდმა გააჭიანუროს. ვიცე-მერის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ჯავახიშვილის ქუჩა პუშკინის ქუჩის კვეთაშიც გადაიკეტება.