შუახევი ჰესი - ყველაზე ხმაურიანი პროექტი რეგიონის ისტორიაში. ეკოლოგიური კატასტროფის შიშით, ასევე შეუსაბამო კომპენსაციების ფასად ჩამორთმეული ქონების გამო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობას მოსახლეობის და ეკოლოგების ნაწილი აპროტესტებდა.
იყო დაპირისპირება სამართალდამცველებთან, შემდეგ კი პროექტის პირველი ხარვეზი - სატესტო რეჟიმში ამუშავებული გვირაბი ჩამოიშალა. როდის ამოქმედდება შუახევი ჰესი, რომლის საინვესტიციო ღირებულებამ 500 მილიონ დოლარს გადააჭარბა?