2 "დემოკრატი" და 2 "რესპუბლიკელი" კონგრესმენის კრიტიკული წერილი ხელისუფლებამ სერიოზულად უნდა მიიღოს და ჰქონდეს ადეკვატური რეაქცია - ფიქრობენ ოპოზიციასა და მესამე სექტორში. სამთავრობო ტენდერების პოლიტიზირება, ბიზნეს გარემო, პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და გამოხატვის თავისუფლება - კონგრესმენები ყურადღებას რამდენიმე საკითხებზე ამახვილებენ, მათ შორისაა ადამ კინზინგერიც, რომელიც დეკემბერში გამოგზავნილი კიდევ ერთი კრიტიკული გზავნილის ავტორია. წერილში საუბარია კონკრეტულად ანაკლიის პორტის მშენებლობის შეფერხებაზე. ვარაუდობენ, რომ ამით საქართველოში ამერიკული ინვესტიციები შეფერხდება, რაც ხელს უშლის დასავლურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციას და აძლიერებს ვლადიმერ პუტინის გავლენას რეგიონში. ოპოზიცია ფიქრობს, რომ საქართველო საერთაშორისო მხარდაჭერას კარგავს.