ბათუმში, გენერალ კვინიტაძის ნომერ პირველში მცხოვრები ოთხი ოჯახი აცხადებს, რომ სახლი ავარიულ მდგომარეობაშია. სახურავიდან წყალი ჩადის, სარდაფი და პირველი სართული კი იტბორება. მოსახლეობის ინფორმაციით, მერიამ რამდენიმე წლის წინ სახლის შესახებ დასკვნა მოამზადა, სადაც მითითებულია, რომ საცხოვრებელი ავარიულია და რემონტს არ ექვემდებარება.
ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნულ პრობლემას იცნობენ და იგი წელს მოგვარდება. კრიტერიუმები სპეციალურმა კომისიამ უნდა დაადგინოს.