ხიჭაურში კლდეზე ნიამორი დაინახეს და მაშველები გამოიძახეს /განახლება/

08 იანვარი 2020, 15:21 8239 ნახვა

შუახევში, ხიჭაურში მოქალაქეებმა კლდეზე ნიამორი დაინახეს და სამაშველო სამსახურში დარეკეს. ფოტოები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ადგილობრივებმა გამოუგზავნეს. 

''საავტომობილო გზასთან ახლოს დავინახეთ და ამიტომ დავრეკეთ. ვიფიქრეთ ვინმეს არ მოეკლა. ველოდებოდით, მოვიდნენ მაშველები, შემდეგ მე წავედი. როგორც მეზობლებმა მითხრეს ტყეში გაუშვეს. ზუსტად ვერ გეტყვით. გზასთან ახლოს არის მაღაზია და ასევე დასახლებაც'' - გვითხრა ბეგლარ ზოიძემ. 

თავდაპირველად მოქალაქეებმა გვითხრეს და სამაშველო სამსახურმაც ასე გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლდეზე ჯიხვი იპოვეს, თუმცა ზოოლოგი და ბიოლოგიის მეცნიერებათა მაგისტრის ჯიმშერ მამუჭაძის ინფორმაციით, ეს არ არის ჯიხვი, არამედ წითელ წიგნში შეტანილი იშივიათი ცხოველი - ნიამორია.  საქართველოს ფარგლებში, ნიამორი ძირითადად თუშეთსა და ხევსურეთში გვხვდება. 

ხიჭაურში კლდეზე წითელ ნუსხაში შეტანილი ნიამორი აღმოჩნდა - მაშველებმა იგი ჩამოიყვანეს 

 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი