აქცია სახალხო დამცველის ოფისთან

17 იანვარი 2025, 18:00 104 ნახვა

საპროტესტო აქცია გაიმართა სახალხო დამცველ ლევან იოსელიანის ოფისთანაც. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, მათ სურთ, სახალხო დამცველს მიაწოდონ ინფორმაცია „როგორც არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით, ასევე საპროტესტო აქციების მიმდინარეობის დროს დემონსტრანტთა დაზიანებების შესახებ“.
აქციის მონაწილეებმა სახალხო დამცველის ოფისთან „კოალიცია ცვლილებებისთვის“ მიერ არჩევნების დღეს შედგენილი საჩივრების ოქმები მიიტანეს და კანცელარიაში ჩააბარეს.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში