დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხეში შიმშილობს

06 იანვარი 2020, 20:28 1960 ნახვა

"შიმშილობა გამოაცხადა, ძლივს საუბრობს, წართმეულ მხარეს კიდურები დაუწვრილდა. მოკლედ, ჩუმად კვდება ადამიანი" - წერს ნიკა გვარამია ფეისბუქ გვერდზე, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატიცაა. 

ამბობს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ, ის შიმშილობას აცხადებს. "ახლა გამოვედი დეკანოზი მამალაძისგან. ეს კაცი უბრალოდ ივანიშვილის და საპატრიარქოს ტყვე კი არაა, სიკვდილმისჯილია" - წერს ადვოკატი.

მორატორიუმის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების უფლებით პირველად ისარგებლა, მოლოდინისა და წმინდა სინოდის შუამდგომლობის მიუხედავად, დეკანოზი გიორგი მამალაძე შეწყალებულთა სიაში ვერ მოხვდა.  გადაწყვეტილების ახსნისას სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ვერ შეიწყალებდა ადამიანს ვინც პატრიარქის მკვლელობის მცდელოლაშია მხილებული, თუმცა სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში წერია, რომ დეკანოზი პატრიარქის რეფერანტის -  შორენა თეთრუაშვილის მოწამვლას ცდილობდა და პატრიარქი იქ ნახსენები არ არის.

 გადაწყვეტილებას და პრეზიდენტის მიერ მცდარ არგუმენტირებას დეკანოზის ოჯახი, ხელისუფლების და საპატრიარქოს მხრიდან პირობის დარღვევად აფასებენ და აცხადებენ, რომ, პირადად ილია მეორემ  სთხოვა პრეზიდენტს,რომ მას უარი ეთქვა შეწყალებაზე. საპატრიარქოში კი აცხადებენ,რომ პრეზიდენტსა და პატრიარქს შორის ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა და საპატრიარქოსთვის  მისაღები იყო დეკანოზის გათავისუფლება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი