ნეონი, ფერადი ტყავი და ფორთოხლისფერი - 2020 წლის 7 მთავარი მოდური ტრენდი - BBC

06 იანვარი 2020, 17:55 3595 ნახვა

ყვავილებიანი ფერადი პრინტები - ეს არის 2020 წლის ერთ-ერთი მთავარი მოდური ტენდენცია, რომელსაც აუცილებლად იხილავთ მაღაზიების ვიტრინებში და ქუჩებში. მსგავსი პრინტებიანი კაბები დიდი დოზით იყო წარმოდგენილი, პარიზის, მილანის, ლონდონისა და ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე. ისეთი ფორმით არა, როგორც ეს პოდიუმებზე იყო, თუმცა ეს იდეები, აქცენტები და დეტალები დიზაინერების კოლექციებში მოხვდება. ამის შესახებ მასალა BBC-მ მოამზადა. 

გაეცანით 2020 წლის 7 ტენდენციას, რომელსაც მაღალი მოდა გთავაზობთ. 

1. ნეონი

რამდენიმე დიზაინერმა ახალი თემა შემოიტანა და კოლექციაში ჭარბობდა - ელექტრიკი მწვანე და ფოსფორისფერი, ასევე ნეონის გამოსხივების ეფექტი, ვარდისფერი, ნარინჯისფერში, ლუჯში, მწვანესა და ყვითელში.

დიზაინერებმა ეს ფერები გამოიყენეს როგორც აქსესუარებში, ასევე კაბებსა და შარვლებში. მოდის კრიტიკოსები წერენ, რომ ​ეს კვეთრი და არაბუნებრივი ფერი, მწვანე მარკერსაც კი გავდა. 

მას შემდეგ რაც ეს ფერები Christopher Kane, Caroline Herrera და Valentino-ს კოლექციებში მოხვდა, ნელ-ნელა დამწყები დიზაინერების მაღაზიებშიც გამოჩნდა. თუ წარსულ პრაქტიკას გავითვალისწინებთ ის მსხვილ წარმოებაშიც ჩაეშვება და მასობრივად გაიყიდება. 

2. ფერადი ტყავი 

მოდის კრიტიკოსებს ეჭვიც არ ეპარებათ, 2020 წლის ერთ-ერთი მთავარი ტრენდი ფერადი ტყავი იქნება, როგორც ხელოვნური ასევე  ბუნებრივი. კოლექციებში ფერადი ტყავი სხვადასხვა ვარიააციით ბევრ დიზაინერს ჰქონდა გამოყენებული, იყო ქურთუკები, კაბები, შარვლები და მაისურებიც კი. 

როგორც წესი ტყავს არ იყენებენ შემოდგომაზე და ზამთარში, მაგრამ როგორც ჩანს 2020 წელს ''ტყავის დრო'' დადგება...

3. დიდი ჩანთები

დიდი სამოდელო სახლების კოლექციაში თვალშისაცემი იყო ასევე დიდი ზომის ჩანთები. ზოგიერთი ძალიან პრაქტიკული იყო, ზოგი კი არც ისე. 

ასევე, იყო გამჭვირვალე და ნაქსოვი ბადის მსგავსი ჩანთები, რომელიც არც თუ ისე პრაქტიკულია. 

ბოლოს და ბოლოს ციცქნა ჩანთების ეპოქა სრულდება, როდესაც ქალები მასში პომადის გარდა ვერაფერს ატავსებდნენ.

4. ფორთოხალი

წელს ძალიან მოდური იქნება ფორთოხლისფერი. დიდი ალბათობით ის ნეონებთან ერთად გაზაფხულზე გამოჩნდება. 

5 ყვავილების პრინტები

გაზაფხულის მთავარი ტრენდი ყვავილები იქნება. განსაკუთრებით კი ვარდები.

6. სამკუთხა საყელოები დისკოს სტილში

7. თოკის ქამრები და პანამები

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი