ოქროს გლობუსი სერიალმა ''ჩერნობილი'' მიიღო

06 იანვარი 2020, 17:06 2171 ნახვა

„ოქროს გლობუსის“ 77-ე დაჯილდეობა ლოს-ანჯელესში გაიმართა. ''ჩერნობილი'' მინისერიალების კატეგორიაში გამარჯვებული გახდა. 5 სერიანი ფილმი 33 წლის წინ მომხდარ ტრაგედიას ეხება. სერიალი HBO 2019 წელს გადაიღო და იგი ჰიტი მალევე გახდა. 1986 წლის 26 აპრილს, უკრაინაში, ქალაქ პრიპიატში, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში აფეთქება მოხდა. ​ის შეფასებულია, როგორც ერთ-ერთი უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში.

საუკეთესო ტელესერიალის ჯილდო „მემკვიდრეებმა“ მიიღო. 

ჯილდო საუკეთესო ფილმისთვის დრამის ჟანრში მიიღო „1917“-მა, იგი პირველი მსოფლიო ომის მოვლენებზეა გადაღებული. ფილმის რეჟისორი სემა მედესაა.  

საუკეთესო კომედიად კვენტინ ტარანტინოს „ერთხელ ჰოლივუდში“ დასახელდა.

საუკეთესო კინომუსიკისთვის ჯილდო პირველად მიიღო ქალმა კომპოზიტორმა ხილდურ გუდნადოტირმა​, ფილმისთვის ''ჯოკერი''. 

საუკეთესო სიმღერისთვის გლობუსი ელტონ ჯონმა და პოეტმა ბერი ტოპინმაც მიიღეს. 

სესილ დე მილის სახელობის საპატიო ჯილდო კინემატოგრაფში მიღწეული წარმატებისთვის ტომ ჰენქსს გადაეცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი