საშობაოდ შეწყალებულთა სია ხვალ გასაჯაროვდება

05 იანვარი 2020, 20:00 1853 ნახვა

ვინ შეიწყალა პრეზიდენტმა საშობაოდ და მოხდა თუ არა სიაში, დეკანოზი გიორგი მამალაძე, ეს ხვალ, 12 საათზე, ბრიფინგზე გახდება ცნობილი. 18 სექტემბერს გამოცხადებული მორატორიუმის შემდეგ, პრეზიდენტი შეწყალების აქტს პირველად გამოსცემს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალებასთან დაკავშირებული შუამდგომლობა საქართველოს საპატრიარქოდან გასული წლის, 8 ნოემბერს მიიღო. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატს, არ აქვს მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი, მსჯავრდებულ სასულიერო პირს შეიწყალებს.

როგორც მიხეილ რამიშვილი ირწმუნება, მაღალი იერარქიის სასულიერო  პირებს არ სურთ დეკანოზის გათავისუფლება, რადგან ციხიდან გამოსვლის შემთხვევაში გიორგი მამალაძეს იმ კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა, რითაც საზოგადოება და მედიაა დაინტერესებული. ავდოკატისგან განსხვავებით, პოზიტიური მოლოდინი აქვს, მის ძმას თორნიკე მამალაძეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში