კურორტ გოდერძზე სათხილამურო ტრასები გახსნილი არ არის

03 იანვარი 2020, 18:42 1873 ნახვა

კურორტ „გოდერძზე“ სათხილამურო სეზონი გახსნილი არაა. როგორც მენეჯერი ამბობს, ეს ბუნებრივ პირობებზეა დამოკიდებული და საკმარისი თოვლის შემთხვევაში ტრასების მომზადებას დაახლოებით 2 დღე დასჭირდება. კურორტზე უკვე მყოფი ტურისტები კი ინფორმაციულ ვაკუუმს აპროტესტებენ  - ამბობენ, რომ ინფორმაცია არასაკმარისი თოვლის, ან ტრასების მოუმზადებლობის შესახებ არ ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციას ფეისბუქზე არ დაუწერია, რომ სეზონი გახსნილია, მაგრამ არც  საწინააღმდეგო ინფორმაციის გავრცელებაზე უზრუნია. „ვალდებულები ხართ მოსახლეობას აცნობოთ ყოველდღიურად. ეს საქონლის ფასი არ არის, პირად შეტყობინებაში რომ წეროთ“ - წერს  კურორტის ადმინისტრაციას ფეისბუქის გვერდზე ერთ-ერთი მომხმარებელი.

მთის კურორტების განვითარების  კომპანია ,, გოდერძში’’  ამბობენ, რომ სათხილამურო ტრასების გახსნისთვის საკმარისი თოვლი ამ ეტაპზე არ არის.

 

 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი