გაორმაგებული ფასები წინასაახალწლოდ. ბათუმის ბაზრებში, ფასების მატებასთან ერთად, მყიდველთა რაოდენობამ იკლო. ბაზარში გვეუბნებიან, რომ ყველაზე მოთხოვნადი საქონლისა და ფრინველის ხორცია. გოჭი 120-ლარიდან 180- ლარამდე მერყეობს, ინდაურის ფასი კი 50-დან იწყება.
მყიდველების თქმით, საახალწლოდ ფასების მკვეთრი მომატება მათთვის მოსალოდნელი იყო, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო კი უმრავლესობა სასურველი პროდუქტის შეძენას ვერ ახერხებს.