სამშენებლო კომპანია ,,შენი სახლის" ბინების მესაკუთრეებმა აქცია გამართეს. მათი თქმით, გუდიაშვილის 8 ნომერში, 2014 წელს დაწყებული კორპუსის მშენებლობა 2 წლის წინ უნდა დასრულებულიყო. ბინების მეპატრონეების ნაწილს თანხა სრულად აქვს გადახდილი, ნაწილი კი ამ დრომდე იხდის. მინდია ქათამაძის თქმით, კომპანიის ძველ მენეჯმენტთან დავები აქვს, რის ფონზეც მშენებლობაც შეფეხებით მიმდინარეობს, ქათამაძე საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს. მესაკუთრეების ადვოკატის, მედეა ვასაძის მტკიცებით კორუფციული გარიგება იკვეთება, უფლებადამცველის ამბობს, რომ კორპუსში მოქალაქეების მიერ ჩადებული დანაზოგით სუს-ის მაღალჩინოსანმა ბუბა/ ემზარ ბოლქვაძემ და კომპანიის ყოფილმა დირექტორმა ზაურ გოგიტიძემ ადლიის დასახლებაში, 2 სახლი ააშენეს.
,,მთავარის" გადამღები ჯგუფი ზაურ გოგიტიძეს დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. რაც შეეხება ამჟამინდელი დირექტორის პოზიციას. რუსლან ნაცარიშვილის ინფორმაციით, ყოფილმა მენეჯმენტმა კორპუსში ბინების გაყიდვას ყადაღა დაადო, რამაც შეაფერხა მშენებლობის დასრულება. ნაცარიშვილის თქმით, მათ საქართველოს პროკურატურას არაერთხელ მიმართა, თუმცა აქამდე რეაგირება არ მოჰყოლია. ახალმა დირექტორმა მშენებარე სახლი მიმდინარე წელს ჩაიბარა, მშენებლობა კი 2020 წელს უნდა დასრულდეს.