„ტვ პირველის“, „კვაკასიის,“ „რუსთავი 2“-სა და კიდევ ერთი რეგიონული ტელევიზიის ანგარიშებს ინკასო დაედო. ეს იმას ნიშნავს, რომ ფინანსთა სამინისტრო დავალიანებას მედიასაშუალებების ანგარიშებიდან ჩამოწერს.
გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტრომ მიიღო, რომელმაც ტელეკომპანიებს 1 ოქტომბრიდან მოყოლებული დავალიანებების გადასახდელად 1-დღიანი ვადა მისცა. ნინო ჯანგირაშვილის თქმით, ეს ტელევიზიის გაჩერების ტოლფასია. „კავკასიასთან“ ერთად, ამას „ტვ პირველში“ აპროტესტებენ.
ამბობენ, რომ ისინი არ არიან წინააღმდეგი დავალიანების გადახდის, მაგრამ მოითხოვენ თანაბარ პირობებში ჩაყენებას. ცნობილია, რომ „იმედის,“ „მაესტროს“ და „რუსთავი 2“-ის ძველი დავალიანება 55 მილიონ ლარს შეადგენს. კრიტიკულ მედიასაშუალებებში ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ და ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ.