საკონსტიტუციო სასამართლომ მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით სადავო ნორმების შეჩერებაზე ომბუდსმენის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე არ გამორიცხა სადავო ნორმების შეჩერების მიზანშეწონილობის საკითხის კვლავ განხილვა, მას შემდეგ, რაც 2020 წლის მარტში, უზენაესი სასამართლოს 2 წევრის თანამდებობაზე ვაკანსიის წარმოშობის გამო გამოცხადდება კანდიდატთა შერჩევის ახალი პროცედურა.
კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების ფარული კენჭისყრით შერჩევის წესი, რომლის დროსაც, არ ხდება დასაკავებელ თანამდებობასთან კანდიდატის შესაბამისობის დასაბუთება.