მაუწყებლის დირექტორმა ნათია ზოიძის ხელშეკრულება შეცვალა და სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშორა

23 დეკემბერი 2019, 20:11 2655 ნახვა

მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ საკუთარი ახალი თანაშემწის დახმარებით ბრძანება დაწერა და ნათია ზოიძეს ხელშეკრულება შეუცვალა. ისე რომ ხელშეკრულების მეორე მხარისთვის თანხმობა არც უთხოვია. როგორც ვიცით, ამ ბრძანების დაწერაზე მაუწყებელში უარი განაცხადეს, სამსახურების უფროსები არ ადასტურებდნენ მიმოწერაში ხელშეკრულების და დებულების შეუსაბამობასაც, თუმცა მიუხედავად ამისა კოხრეიძის თანაშემწე ამბობს, რომ დირექტორმა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედა.

თავად კოხრეიძე კომენტარს არ აკეთებს. კომენტარს და შეფასებებს აკეთებენ მედია-ექსპერტები - ქარტიის თავმჯდომარე პირდაპირ ამბობს, რომ ამ ნაბიჯით კოხრეიძის სურვილი შეცვალოს სარედაქციო პოლიტიკა დადასტურდა. პოლიტიკის შეცვლის კვალდაკვალ ნათია ზოიძის სავარაუდო დევნას და „შრომის თავისუფლების ხელყოფას“ ახლა პოლიცია იკვლევს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი