"ნუ გვიშლი","ხელს ნუ მახლებ"- პარლამენტთან ჟურნალისტებმა საქმიანობაში ხელის შეშლა გააპროტესტეს

21 დეკემბერი 2019, 18:30 2740 ნახვა

“ნუ გვიშლი” „გამოიძიე“ „ცენზურა ისჯება“ - ამ და სხვა ლოზუნგებით, ჟურნალისტებმა, პარლამენტთან აქცია გამართეს. მედიის წარმომადგენლებმა, საქმიანობაში ხელის შეშლა გააპროტესტეს. 

ორგანიზატორების თქმით, ბოლო პერიოდში გახშირდა ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის ფაქტები, რომლებიც დღემდე გამოძიებული არ არის.

"ქარტიის მიერ დღევანდელი აქციის მიზეზი იყო ყველა ის საკითხი, რომელიც ბოლო დღეებისა და თვეების განმავლობაში აწუხებს მედიას, მათ შორის აჭარის ტელევიზიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, 6 თვის წინ ამ ადგილას ჟურნალისტების დაშავების ფაქტების გამოუძიებლობა, პარლამენტის კომიტეტიდან ჟურნალისტების მიუღებელი ფორმით გაძევება, ყველა ამ გადაცდომას ხელისუფლების მხრიდან გამოვეხმაურეთ ჩვენ დღეს და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ იმოქმედონ კანონის შესაბამისად"- განაცხადა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარე გიორგი მგელაძე.

შეკრებილებმა, საკანონმდებლო ორგანოს შენობიდან მსვლელობით სასტუმრო “თბილისი მარიოტში” გადაინაცვლეს, სადაც ეთიკის ქარტიის კრება გაიმართა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი