2017 წლის ბიუჯეტის პრეზენტაცია გამართა აჭარის საგზაო დეპარტამენტმა. უწყებამ სამომავლოდ განსახორციელებელი გეგმები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს გააცნო. საგზაო დეპარტამენტი მომავალ წელს ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის აჭარაში ბიუჯეტიდან 36 მილიონ ლარს დახარჯავს.