''მონათა ბაზარი გახდა პარლამენტი, იმიტომ არ შემოვდივართ და იმიტომ ვართ ბოიკოტის რეჟიმში, რომ ღირსად არ გთვლით მონათა ბაზარში მივიღოთ მონაწილეობა'', - თქვა ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. თინა ბოკუჩავამ ბიუროს დღის წესრიგი დახია.
დეპუტატი ითხოვდა არჩილ თალაკვაძისგან პასუხის გაცემას, შეუშვებდნენ თუ არა ოპოზიციის წარმომადგენლებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 20 ივნისის აქციის დროს დაკავებულების მოსანახულებლად. პარლამენტის თავმჯდომარემ მას უთხრა, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ, მას სიტყვით გამოსვლის საშუალება მიეცემოდა.
თქვენ ხართ ის ხალხი, რომლებიც თან ბიოიკოტის წერილებს წერთ, თან ბიუროს სხდომას ესწრებით. პასუხი მოისმინეთ და ეპატაჟი დაასრულეთ... დაბრძანდით თქვენს ადგილას და ღვედები შეიკარით“, - მიმართა თალაკვაძემ ბოკუჩავას.
ბიუროს სხდომაზე დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა და „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი მივიდნენ, რომლებიც პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან.