რუსმა სამხედროებმა 96 წლის მამაკაცი დააკავეს
რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი, 96 წლის გორა ღარიბაშვილი დააკავეს.
სავარაუდოდ დაკავება ოკუპირებულ სოფელ წუნევთან მოხდა.
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელის თქმით, მოხუცი ოკუპირებულ სოფელ წუნევში სასაფლაოზე მისვლას ცდილობდა.
გორა ღარიბაშვილი საოკუპაციო რეჟიმს უკვე რამდენჯერმე ჰყავდა დაკავებული. რუსმა ოკუპანტებმა ის ბოლოს გასულ წელს დააკავეს.
ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.