40 დღიანი ტყვეობის შემდეგ, ბათუმელი მეზღვაური სამშობლოშია. ოთარ ვარდიძე, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა.
მას ოჯახის წევრები, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ. ოთარ ვარდიძე 4 ნოემბერს ტოგოში, ქალაქ ლომეს პორტიდან 18 კილომეტრში, შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს.