"ყოველ წელს არის ერთი და იგივე პრობლემა“ - უთხრა გიორგი გახარიამ სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებს. პრემიერმა კითხვები ინფრატსრუქტურის, სამედიცინო და სამართალდაცვის მიმართულებით დასვა - ეს საკითხები სავარაუდოდ გოდერძის უღელტეხილსაც ეხებოდა, რადგან საუბარი სამთო კურორტების მზაობას უკავშირდებოდა.
ცნობისთვის აჭარაში, ხულო-ზარზმის გზა წელსაც არ არის დაგებული. არადა მშენებლობა 2016 წელს დაანონსდა. ამან ჯაჭვური პრინციპით რეგიონის ბიუჯეტით გათვალისწინებული გაზიფიცირების პროექტშიც გამოიწვია ცვლილებების შეტანის აუცილებლობა. მზადება სეზონისთვის დაწუნებული დემპის კვალდაკვალ.