ფილმ „მანდარინების“ რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა. ის 53 წლის იყო.
ინფორმაცია imedinews-მა გაავრცელა, რეჟისორის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.
შსს რეჟისორის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.