პრემიერა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში. დასის რეპერტუარს სპექტაკლი “ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ შეემატა. ლუის კეროლის ცნობილი ნაწარმოების მიხედვით დადგმული თეატრალური წარმოდგენა კლასიკური ვერსიისგან განსხვავდება.
ახლებური ინტერპრეტაციით წარმოდგენილ სპექტაკლში ელისი იაპონიაში, თანამედროვე ეპოქაში ცხოვრობს და მისი მოგზაურობა საოცრებათა ქვეყანაში ხელოვნურ ინტელექტთან საუბრით იწყება. სპექტაკლის რეჟისორი თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირაკლი კიკვაძეა, რომლისთვისაც ეს პირველი თეატრალური დადგმაა. მისი თქმით, სპექტაკლში აქცენტი მოზარდის პრობლემებზე კეთდება და სამყაროსა და საკუთარი თავის შეცნობას ეხება.