მე და ევროპა

10 ივნისი 2024, 17:55 660 ნახვა

“მე და ევროპა” - ასე ჰქვია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გადაღებულ ფილმს, რომლის ჩვენებაც ბათუმში გაიმართა. ფილმი საქართველოში, კერძოდ კახეთში, რაჭა-ლეჩხუმში, გურიასა და იმერეთშია გადაღებული და აერთიანებს მრავალფეროვნებას , თავისუფლებას, თანასწორობას, დემოკრატიას.

გიორგი ქველაძის დოკუმენტური ფილმი ოთხ ამბავს უყვება მაყურებელს და ევროპასა და საქართველოს ღირებულებებზეა აგებული. ჩვენების შემდეგ დისკუსია გაიმართა , რომელშიც სცენარისტი ქეთი დევდარიანი მონაწილეობდა. საინფორმაციო კამპანიის მიზანი, ცნობიერების ამაღლება და ევროპულ ღირებეულებებზე დისკუსიაა. კამპანიის “მე და ევროპა” ფარგლებში მედიის განვითარების ფონდი ფილმის ჩვენება-დისკუსიას თბილისსა და საქართველოს 8 რეგიონში მართავს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი