ხულოს დრამატულ თეატრში საპრემიერო მზადებაა. მაყურებელი ამჯერად იანუშ გლოვაცკის ,,ანტიგონე ნიუ-იორკში" იხილავს. პიესაში მოცემულია თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი მთავარი პრობლემის ემიგრაციის შესახებ სცენები, ემიგრანტების გამოწვევები. პიესაში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი დასის წევრები, ასევე მოწვეული მსახიობებიც. სასცენო რეპეტიციები უკვე მიმდინარეობს, პრემიერა კი ხუთშაბათს და პარასკევს არის დაგეგმილი. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი ხულოს დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი თამაზ ბოლქვაძეა.