გამოფენა ხელოვნების მუზეუმში

11 ივნისი 2024, 20:03 730 ნახვა

„მაესტრო“ ასე ჰქვია ბათუმელი მხატვრის ბაჩუკი სულაბერიძის პერსონალურ გამოფენას, რომელიც ხელოვნების მუზემში დღეს გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია ახალგაზრდა ხელოვანის  17- მდე ნახატი, რომელიც მუსიკასა და ლიტერატურას აერთიანებს. განსხვავებული ფორმატისა და თემატიკის ნამუშევრებზე დატანილია საინტერესო ციტატები და ამონარიდები. ახალგაზრდა ბათუმელი ხელოვანის  ნახატები მუზეუმში 17 ივნისამდე დარჩება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში