​არასრულწლოვნთა პორნოგრაფიის დამზადება-გასაღების საქმეზე ბრალდებულ 11 პირს პატიმრობა შეეფარდა

07 დეკემბერი 2019, 16:25 1590 ნახვა

არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადება-გასაღების საქმეზე ბრალდებულ 11 პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და არ გაიზიარა ადვოკატების შუამდგომლობა გირაოსა და არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

წინასასამართლო სხდომა 20 იანვარს ჩაინიშნა.

პოლიციამ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 2 დღის წინ ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავა. ისინი ბავშვების მშობლები და პედაგოგები არიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი