გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ბათუმსა და თბილისში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს დააფინანსებს. მიზანი ბათუმში ჰაერის დაბინძურებისა და სითბური ემისიების შემცირებაა.
ქალაქში გაზრდილი მობილობის დასაკმაყოფილებლად მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი საქალაქო ტრანსპორტის შეთავაზება და სატრანსპორტო მონიტორინგისათვის ჭკვიანი ელექტროსისტემის შექმნა, რომელიც ქალაქში საცობებს შეამცირებს და საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სასწრაფო და სახანძრო მანქანების დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს. ამისთვის გერმანიის განვითარების ბანკი 100 მილიონ ევროს გამოყოფს, 50 წლიანი შეღავათიანი სესხით. 5 წლიანი პროექტი 2021 წლიდან იწყება.