''ღვინის ქვეყნიდან'' 86 მილიონი ბოთლი ღვინო გასაყიდად გაიტანეს

05 დეკემბერი 2019, 11:00 1819 ნახვა

საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 86 მლნ-მდე ბოთლი ღვინო გაიტანეს, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 10%-ით აღემატება. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. საუბარია იანვრიდან-ნოემბრის ჩათვლით პერიოდზე. 

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 220 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 2018 წლის ანალოგიურ  მონაცემზე 20%-ით მეტია.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთში,  ჩინეთში, ამერიკასა და დიდი ბრიტანეთი. 

11 თვის მონაცემებით, ღვინის ექსპორტი 323-მა კომპანიამ განახორციელა.

მთლიანად ღვინის, ბრენდი, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 325 მლნ აშშ დოლარი, რაც 15%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი