საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მაია კოპალეიშვილს უფლებამოსილების   ვადა ამოეწურა

04 დეკემბერი 2019, 20:15 2297 ნახვა

უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ამოეწურა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მაია კოპალეიშვილს. იგი სასამართლოდან დღეს გააცილეს. ამ ეტაპამდე უცნობია ვინ ჩაანაცვლებს სასამართლოში კოპალეიშვილს, რადგან უზენაეს სასამართლოს პარლამენტისთვის ჯერ კანდიდატი არ წარუდგენია.

მიზეზად სავარაუდოდ პლენუმის შეკრებასთან დაკავშირებული სირთულე სახელდება და თან უზენაეს სასამართლოს ამ დრომდე არ ჰყავს თავმჯდომარე. არადა კანონმდებლობით კოპალეიშვილის შემცვლელი ერთი თვის წინ უნდა დასახელებულიყო. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი