განათლება, დასაქმება და საკანონმდებლო პროცესებში ჩართვა – ამ მიზნით ბათუმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ახალი ორგანიზაცია “უსინათლოთა ხმა” დაფუძნდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი და წევრები გეგმავენ აქტიურად იმუშავონ შშმ პირთა უფლებების დაცვასა და საჯარო სივრცეებში მათთვის ადაპტირტებული გარემოს შექმნაზე. ახალი კავშირის პრეზენტაცია “ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” ორგანიზაციის ოფისში მოეწყო.