''შენი ხმა გადამწყვეტია''- გენდერის მედიაცენტრის აქცია

11 სექტემბერი 2016, 00:00 4179 ნახვა

''შენი ხმა გადამწყვეტია - თანასწორობას მოაქვს წარმატება'' აქცია ამ სახელწოდებით  ბათუმის ცენტრალურ ბაზარში მოეწყო. არჩევნებში ჩართულობის მნიშვნელობასა  და პოლიტიკაში ქალის როლზე    მოქალაქეებს გენდერის მედიაცენტრის წარმომადგენლები და მოხალისეები   ესაუბრნენ. დაარიგეს  საინფორმაციო ფლაერები,  ქალაქის მერიის მიერ ნებადართულ ადგილებში   კი სპეციალურ  სტიკერებს გააკრავენ. პროექტს   ორგანიზაცია "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის" საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით ახორციელებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი