ქობულეთის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის 25 000 ლარს დახარჯავს

02 დეკემბერი 2019, 15:55 2749 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის ტენდერს აცხადებს.

გამარჯვებულ კომპანიას, რომელიც საახალწლოდ 7 ღონისძიების ორგანიზებას უზრუნველყოფს მერია მზადაა 25 000 ლარი გადაუხადოს.

მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ  აღნიშნული თანხის ფარგლებში 7 სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. წარმოდგენები 25 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.

საბავშვო-გასართობი  აქტივობები, დრამერების შოუ, მუსიკალური ბენდის კონცერტი, წლის წარმატებულების გამოვლენა და დაჯილდოება, გამოფენა-გაყიდვისთვის სპეციალური დახლების ქირაობა, ღონისძიებების ფოტო-ვიდეო გადაღება-ეს იმ ღონისძიებების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს.

აღნიშნულ თანხაში უნდა მოხდეს კულინარული ფესტივალის ორგანიზებაც.

ღონისძიებები მერიის წინ, ნაძვის ხის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

რაც შეეხება საახალწლო განათებებს, წელს ქობულეთის მერია საახალწლო განათებების შესაძენად წელს 31 900 ლარს დახარჯავს.

შარშან საახალწლო ღონისძიებების ორგანიზება ქობულეთის მერიას 11 000 ლარი დაუჯდა, 3650 კი ნაძვის ხის მონტაჟსა და დემონტაჟში დახარჯა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი