სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტებმა სუს-ის შენობასთან, აქციას გამართეს. მათი განცხადებით, ისინი ქვეყანაში უწყების მიერ უკანონოდ თვალთვალისა და მიყურადებას აპროტესტებენ.
როგორც "შეცვალეს" წევრებმა განაცხადეს, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო-კადრები, რომელიც „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ოჯახის თვალთვალს ასახავდა. „შეცვალეს“ აქტივისტების თქმით, ამ აქციით ისინი ნიკა გვარამიას ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.