ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე ხვალ წყალი გაითიშება 

28 ნოემბერი 2019, 15:56 3927 ნახვა

ხვალ, 29 ნოემბერს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ბათუმში წყლის მიწოდება რამდენიმე ქუჩაზე შეწყდება. წყალმომარაგებაში შეზღუდვები გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება. 

წყალი გაითიშება: ლეონიძის, ტაბიძის, რურუას, ხახულის, ხახულის პირველი შესახვევი, მარეთის პირველი ჩიხი, მარეთის ქუჩა, მესხეთის, მესხეთის მეორე ჩიხი, მესხეთის მეორე შესახვევი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი - ხახულის ქუჩიდან აეროპორტის გზატკეცილამდე. აეროპორტის გზატკეცილი, წმინდა ევდემოზ დიასამიძის ქუჩა.

„ბათუმის წყლის“  ინფორმაციით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი შესაძლოა იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი