პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას მოუწოდებს, რომ საპარლამენტო ფორმატს დაუბრუნდნენ. ამბობს, რომ პარლამენტში არსებობს ფორმატები და მზადყოფნა, აზრის დასაფიქსირებლად. „მინდა მივმართო საპარლამენტო ოპოზიციას, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს, დაუბრუნდნენ საპარლამენტო ფორმატებს, ის რაც აქვთ სათქმელი, არგუმენტები, თქვან ნებისმიერი პოლიტიკური ფორმატით, იქნება ეს პლენარული თუ საკომიტეტო განხილვები, წარმოადგინონ, დაუპირისპირონ სხვა არგუმენტებს. ამისთვის პარლამენტში არსებობს მზადყოფნა და ამისთვისაა პარლამენტი და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში,“ - განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, პარლამენტი გააგრძელებს თავის საქმიანობას იმისთვის, რათა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღონ. განიხილონ 2020 წლის ბიუჯეტი, რომელიც უმნიშვნელოვანესია.