არავინ არ დაურბევიათ, აღადგინეს წესრიგი - კობა კობალაძე

26 ნოემბერი 2019, 11:13 1583 ნახვა

საქართველოს პარლამენტში "ქართული ოცნების" დეპუტატები იკრიბებიან. გაკეთდა პირველი კომენტარები, გვიან ღამით აქციის დაშლასთან დაკავშირებითაც.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ აქცია არ დაურბევიათ, არამედ წესრიგი აღადგინეს.

"პირველი არავინ არ დაურბევიათ, აღადგინეს წესრიგი. მეორე, შევეშვათ ამ ისტერიას და დავიწყოთ სახელმწიფოებრივად ფიქრი. არის კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება"- განაცხადა კობა კობალაძემ. 

პარლამენტთან აქცია დილის 6 საათზე,  სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალარობოკოპები, სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის ავტომობილები პარლამენტთან, დაახლოებით დილის 05:00 საათზე გამოჩნდნენ. აქციის მონაწილეებს სამართალდამცავებმა რამდენიმე წუთი მისცეს, თუმცა ისინი არ დაშლილან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი