ეს არის უკანონო მოქმედება და ძალის გადამეტება-ეკა ბესელია

26 ნოემბერი 2019, 10:35 1458 ნახვა

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ ის პროტესტის გამო სესიებს არ დაესწრება.  მისივე განმარტებით, გუშინ რაც პარლამენტის წინ მოხდა, ეს არის უკანონო მოქმედება და ძალის გადამეტება. 

"როცა აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობს, ყოველგვარი ძალადობის გარეშე. როცა, არანაირი ბლოკირება არ ხდებოდა შენობის. მშვიდობიანად ღამე, მინუს გრადუსში ათენებენ მოქალაქეები. ამ დროს ძალის გამოყენება ეს არ არის პროპორციული ძალა. ეს არ არის კანონით დაშვებული თანაზომიერი საშუალება, რომლითაც შეიძლება იმოქმედოს პოლიციამ. ეს არის რა თქმა უნდა უკანონო მოქმედება და ძალის გადამეტება. ეს გზა საკუთარი ხალხის დაპირისპირებაზე გადის. ჩვენ ვხედავთ ძალიან სუსტ და ძალადობაზე გადასულ ხელისუფლებას"- განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა

ეკა ბესელია ამბობს, რომ ის ბოიკოტის რეჟიმშია და სესიებს არ დაესწრება.

"მე ბოიკოტის რეჟიმში ვარ გამოვაცხადე, რომ ამ სესიებს არ დავესწრები. პარლამენტის წევრებმა უნდა გააცნობიერონ, სად დგანან ისინი, აქ ხალხი დგას. ყოველთვის დარჩება ეს კადრები, როცა გიწევს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ წასვლა. არც ერთი მანდატი და თანამდებობა არ ღირს ამად.ეს პროტესტი თავის მიზანს მიაღწევს, მე ამაში ეჭვიც არ მეპარება. მაგრამ ეს ხომ რჩება, სისუსტეს დამსხვრეული ოცნებები და საკუთარი ხალხის აბუჩად აგდება"-ამბობს ეკა ბესელია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი