რამდენიმე წუთის წინ ხმაური იყო შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან. საინიციატივო ჯგუფის წევრებს სურდა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის რეზიდენციის ჭიშკარი დააბოქლომებინათ. სამართალდამცველებმა მათ ამის უფლება არ მისცეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
რამდენიმეწუთიანი შეხლა-შემოხლის შემდეგ, აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები შეთანხმდნენ და საინიციატივო ჯგუფის წევრებს უფლება მიეცათ ბოქლომი სიმბოლურად რეზიდენციის ღობისთვის დაედოთ.
აქციის მონაწილეებმა რეზიდენციასთან წარწერებიც დატოვეს -"შედი ბუტკაში ბიძინა".
ტერიტორია აქტივისტებმა უკვე დატოვეს.