ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად ერთი პირი მსუბუქად დაშავდა.
ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში აჭარის მაუწყებელს უთხრეს, რომ ცენტრში გამოძახება არ დაფიქსირებულა, თუმცა მოძრავი ჯგუფი ავარიას ადგილზე შეესწრო. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მოქალაქეებმა მედიკოსებს უთხრეს, რომ ექიმების დახმარება არ სჭირდებოდათ.
შშს-მ გამოძიება სსრკ-ს 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.