საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების მიხედვით, გამოკითხული 1500 პირიდან უმრავლესობა, 53%-მთავარ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს, 18%-ისთვის მთავარი პრობლემა ფასების ზრდაა, 6% -ისთვის სიღარიბე, მას კი დაკარგული ტერიტორიები მოსდევს-3%-ით.
მოსახლეობის მიერ მთავარ გამოწვევებად დასახელებულ საკითხთა პირველ ოთხეულში სოციალური პრობლემები ლიდერობს, მას კი საკმაოდ დაბალი პროცენტობით ოკუპირებული ტერიტორიები მოსდევს.
კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდით თქვენს ოჯახებში არსებულ ეკონომიკურ სიტუაციას-გამოკითხულთა მხოლოდ 2% ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუმჯობესდა.
37%- მიიჩნევს, რომ ოჯახში ეკონომიკური მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა, 43%-ისთვის ის მცირედით გაუარესდა, 17% - ისთვის ძალიან გაუარესდა, 1%-მა კი არ იცის ან პასუხისგან თავი შეიკავა.
საერთო ჯამში გამოკითხულთა 60% ამბობს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, 39 %-ის კი შედარებით გაუმჯობესდა.
კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მცხოვრებმა. კვლევის ცდომილება არ აღემატება პლუს-მინუს 2.5 პროცენტს.