პრემიერის მრჩეველი მიიჩნევს, რომ მაჟორიტარული სისტემა უმჯობესია

18 ნოემბერი 2019, 19:46 1581 ნახვა

"მაჟორიტარული სისტემა უფრო მეტად შეესაბამება საქართველოს ისტორიულ მოწყობას",-  ეს განცხადება, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა „ქართული ოცნების“ ოფისში  დღეს გააკეთა.

„რადგან დავპირდით, ძალიან ცუდია, რომ ეს დაპირება არ შესრულდა, მაგრამ იმის გამო, რომ პარლამენტის წევრებმა იმოქმედეს თავისი სინდისის შესაბამისად და თქვეს, რომ ხმას აძლევენ იმას, რაც მათი აზრით სწორი არის, ამის გამო დაიწყო რევოლუციაზე ლაპარაკი, ეს არის გაუგონარი. მე მაშინაც კი, როცა „ქართულმა ოცნებამ“ ხმამაღლა განაცხადა, რომ დიახ, ჩვენ გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე, საჯაროდ ვამბობდი, რომ მიმაჩნია, მაჟორიტარული სისტემის გაუქმება იქნება შეცდომა„, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი