საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს კვლევის თანახმად აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭო სათანადოდ ვერ ასრულებს დაკისრებულ უფლება მოვალეობას. ორგანიზაციის ინფორმაციით საბჭოს არ აქვს საკმარისი ინიციატივები , პრობლემაა აქტივობების სიმცირე და პასიურობა ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვის კუთხით . მალხაზ ჭკადუას თქმით გენდერული საბჭოს წევრებს სათანადოდ გააზრებული არ აქვთ ამ საბჭოს მნიშვნელობა და დატვირთვა .ასევე მუნიციპალიტეტებში დარღვეულია გადაწყვეტილების მიმღები ადამიანების გენდერული ბალანსი. უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე შენიშვნებს იზიარებს და რეკომენდაციების გათვალისწინების პირობას დებს.