დღეს ჩვენ ვკითხეთ მოქალაქეებს, რას ფიქრობენ პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე. გამოკითხულთაგან თითქმის ყველა პასუხისმგებლობას საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნაზე უმრავლესობას აკისრებს. ამბობენ, რომ დემოკრატია საფრთხეშია.
მოუწოდებენ მმართველ გუნდს შეასრულონ 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ „ქართული ოცნების“ მთავარი დაპირება, რასაც ხალხის მონაპოვრად აფასებენ.