თამბაქოს დაბეგვრაზე გამონაკლისის დაწესება არ იგეგმება - ფინანსთა მინისტრი 

14 ნოემბერი 2019, 10:06 3388 ნახვა

თამბაქოს დაბეგვრაზე გამონაკლისის დაწესება არ იგეგმება  -  ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა განაცხადა. ივანე მაჭავარიანი ქედაში თამბაქოს მწარმოებლების აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ისედაც მინიმალური აქციზი დაწესდა და მაღალმთიან რეგიონებში მისი კიდევ შემცირება ვერ მოხდება.

„საკმაოდ მოზომილი გადასახადი დავაწესეთ ამ მიმართულებით და მიგვაჩნია, ეს მნიშვნელოვან გაძვირებას არ გამოიწვევს. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით მგონი კითხვის ნიშნები არ უნდა იყოს“, – განაცხადა მინისტრმა.

გუშინ ფერმერებმა თამბაქოს რეალიზაციის ახალი რეგულაცია გააპროტესტეს. ერთ კვირაში ყველა სახის დაუფასოებელი თამბაქოს გაყიდვა იკრძალება და სავალდებულო ხდება აქციზიც.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი