ფილმზე "და ჩვენ ვიცეკვეთ" პორნოგრაფიის მუხლით შსს გამოძიება არ დაიწყო

11 ნოემბერი 2019, 12:44 1582 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფილმში ''და ჩვენ ვიცეკვეთ'' პორნოგრაფიის ნიშნები ვერ დაინახა. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უწყებაში უთხრეს, რომ დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახეს და შესაბამისად გამოძიებაც არ დაწყებულა. 

ყოფილმა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, ფილმის პრემიერამდე კინოთეატრთან პოლიცია გამოიძახა და თქვა, რომ ''და ჩვენ ვიცეკვეთ'' პორნოგრაფიულ ნიშნებს შეიცავდა. სამართალდამცველებს კი გამოძიების დაწყება სთხოვა. 

8 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ საკითხის შესწავლას დაიწყებდნენ. 

''და ჩვენ ვიცეკვეთ'' ფილმის საპრემიერო ჩვენება სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბათუმსა და თბილისში ჩვენებები პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი