ფისოებო მოგეწონათ ფილმი? -შეძახილები  „აპოლოში“ კინოსეანსის  დასრულების შემდეგ

10 ნოემბერი 2019, 12:00 2584 ნახვა

„გრცხვენოდეთ, ფისოებო , ქათმებო“ -  ამ შეძახილებით  დახვდნენ კინოთეატრ „აპოლოდან“  გამოსულ მაყურებელს   ფილმის  „ და ჩვენ ვიცეკვეთ „ მოწინააღმდეგეები.  

კინოჩვენების  დროს   „აპოლოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე  უსაფრთხოების  მიზნით   სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული , სწორედ პოლიციელების   ცოცხალი კედლის საშუალებით  დატოვეს აპოლოს ტერიტორია  მაყურებლებმა.

აქციის მონაწილეები  აცხადებენ , რომ    პრემიერა  ნახევრად ცარიელ  დარბაზში  შედგა და ეს მათთვის საკმარისია. კინოსეანსმა  მშვიდ  ვითარებაში ჩაიარა , თუმცა ჩვენების დაწყებამდე სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის პოლიციამ ერთი პირი დააკავა , დაკავებულს  წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

ფილმის ჩვენება კინოთეატრ აპოლოში დღეს 22 საათზე ისევ  გაიმართება. დაგეგმილია  საპროტესტო  აქციაც. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი