ბათუმში კინოთეატრ ''აპოლოში'' ფილმის ჩვენება, რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
პრემიერა 22:00 საათზე იყო დაგეგმილი, მაგრამ კინოთეატრის წინ განვითარებული მოვლენების გამო, დაახლოებით 20 წუთის დაგვიანებით დაიწყო.
დარბაზში მოქალაქეები, პოლიციის დახმარებით შევიდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია, დარბაზში ცარიელი ადგილები მაინც დარჩა.