''და ჩვენ ვიცეკვეთ'' ფილმის მთავარი გმირი, მინსკში საუკეთესო კაც მსახიობად დაასახელეს

08 ნოემბერი 2019, 21:48 2122 ნახვა

ცოტა ხნის წინ მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალ Listapad-ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სადაც გამარჯვებულ ფილმებს შორის ქართულ-შვედური პროექტი, And Then We Danced მოხვდა.

მსახიობი ლევან გელბახიანი, მინსკის საერთაშორისო ფილმის ფესტივალზე საუკეთესო კაც მსახიობად დაასახელეს.

ფესტივალში მონაწილეობას 50 ქვეყნიდან 150-მდე ფილმი იღებდა.

სხვადასხვა ნომინაციაში ასევე გაიმარჯვა კიდევ რამდენიმე ქართულმა პროექტმა:

საუკეთესო სცენარი - დიმიტრი მამულიას ფილმი "ბოროტმოქმედი";
საუკეთესო მსახიობი ქალი - სალომე დემურია დიმიტრი ცინცაძის ფილმისთვის "ჩაისუნთქე-ამოისუნთქე";
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - ლევან გელბახიანი ლევან აკინის ფილმისთვის "და ჩვენ ვიცეკვეთ";
საუკეთესო მუსიკა - დიმიტრი მამულიას ფილმი "ბოროტმოქმედი";

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი